ტურიზმი
21/07/2020

Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 8 აგვისტოდან განაახლებს

ფრანგული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 8 აგივსტოდან განაახლებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს ცნობით, ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს შაბათს;
თბილისი – პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

Businesspartner