სალომბარდე სესხების ქსელი "ვალუტო" - რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს
მეტად დაცული მომხმარებელი და უფრო მდგრადი ბიზნესი - ასე აფასებს სალომბარდე ფილიალების ქსელი „ვალუტოს“ საცალო ლომბარდის ბიზნესის მიმართულების კოორდინატორი ირაკლი ბირკაძე საფინანსო სექტორში გამკაცრებულ რეგულაციებს.
ის ამბობს, რომ საქართველოში სალომბარდე პორტფელი ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ბაზრის განვითარების პერსპექტივაც საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება თავად სალომბარდე ფილიალების ქსელს „ვალუტო“ მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ოპერირება 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, მან მომხმარებლის ნდობის და ბაზარზე ნიშის მოპოვება სწრაფად შეძლო. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული კონკურენტუნარიანი, კომფორტული სერვისების შეთავაზება და ისეთი ძლიერი კომპანიის მხარდაჭერა როგორიცაა „თიბისი.“
„ვალუტო“ მომავალში გაფართოებას და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას გეგმავს, ქსელის გაფართოება კი კომპანიას დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის შესაძლებლობასაც მისცემს. კონკრეტულ გეგმებსა და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ირაკლი ბირკაძემ ისაუბრა:
- რა სერვისს სთავაზობს "ვალუტო" მომხმარებელს?
- ჩვენ ამ ეტაპზე კლიენტებს 4 სერვისით ვემსახურებით, ჩვენი მთავარი პროდუქტი არის ოქროს სალომბარდე სესხი, თუმცა გარდა ამისა გვაქვს სწრაფი არაუზრუნველყოფილი სესხები ვალუტის კონვერტაცია 8 სხვადასხვა ვალუტაში, სწრაფი ფულადი გზავნილები.
- რა არის „ვალუტოს“ უპირატესობები, მით უმეტეს რომ ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა?
- რაც შეეხება კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებს, პირველ რიგში ეს არის სანდოობა გვაქვს პროდუტქების მრავალფეროვნება და მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მომსახურების მაღალი ხარისხი, სწრაფი და მარტივი პროდუქტებით. „ვალუტოს“ ფილიალები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ საკომუნიკაციო არხს როგორიცაა მაგალითად ქოლცენტრი.
- "ვალუტო" აცხადებს, რომ მომხმარებელს სთავაზობს სალომბარდე სესხებზე საუკეთესო პირობებს, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს შეთავაზება?
- სალომბარდე სესხის პირობები ძირითადი ორი პარამეტრით განისაზღვრება: საპროცენტო განაკვეთი და მეორე ოქროს მაღალი შეფასება. ორივეს შემთხვევაში ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პირობა გვაქვს, მაგალითად, ამ ეტაპზე მომხმარებელს სალომბარდე სესხზე პირველ თვეს ვთავაზობთ 1%-ად (ეფექტური 12.69%-დან), შემდეგი თვიდან კი 1.5%-ად (ეფექტური 19.57%-დან), რაც პირველ თვეს წლიური 12%, შემდეგი თვიდან კი წლიურ 18%-იან შეთავაზებას გულისხმობს. როდესაც მომხმარებელი ოქროს დებს სესხის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანია მისი შეფასება. შესაძლოა ეს შეფასება ყოველდღიურად შეიცვალოს, რამდენადაც მისი ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟაზე, ვალუტის კურსზე... მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელი ჩვენთან ერთ-ერთ საუკეთესო შეფასებას მიიღებს ბაზარზე.
რაც შეეხება პროცენტულ განაკვეთს, როგორც გითხარით, ამ დროისთვის მომხმარებელს აქციას ვთავაზობთ, თუმცა ეს შეთავაზება უკვე თითქმის ერთი წელია მოქმედებს და მომავალშიც ვგეგმავთ საინტერესეო შეთავაზებებს მომხმარებლისთვის.
- საქართველოში აქტუალურია ფულადი გზავნილები, ამ სერვისს თქვენც სთავაზობთ ბაზარს მიღება "ვალუტოში" და ამ თვალსაზრისით რომელი საერთაშორისო სისტემებია თქვენი პარტნიორი?
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, საქართველოში რომელი ფულადი გზავნილებიც მოქმედებს თითქმის 100%-ით გვაქვს დაფარული. მრავალფეროვნების კუთხით ყველა გზავნილს ვემსახურებით და ამ თვალსაზრისით 9 პარტნიორი გვყავს. რაც შეეხება სატარიფო კონკურენტული უპირატესობას, ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ არსებობს, რადგან კონკრეტული პარტნიორი აწესებს მომხმარებლისთვის ტარიფს, შესაბამისად, ტარიფი ერთო და იგივეა ყველასთვის.
- უკვე თითქმის 2 წელია არაორდინალურ პირობებში უწევს მსოფლიოს ცხოვრება. პანდემია რამდენად აისახა ბაზარზე, როგორია სალომბარდე სესხების პორტფელი?
- ზოგადად მსოფლიო კრიზისის დროს ოქროს ფასი ზევით იწევს, მაგრამ კრიზისის დასრულების შემდეგ ოქროს არ ახასიათებს კრიზისამდე ფასზე ჩამოსვლა. ზოგადად რომ შევაფასოთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ოქროს ფასი ეტაპობრივად გაიზრდება.რაც შეეხება შეფასებას, კრიზისის დროს მოთხოვნა სალომბარდე, ანუ ოქროთი უზრუნველყოფილ სესხებზე, იმატებს და გრძელვადიანი პერსპექტივით თუ შეხვხედავთ ოქროს სალომბარდე სესხების პორტფელი იზრდება, მაგალითად 2018-2021 მეორე კვარტლის მონაცემებით, პორტფელი 720 მლნ ლარიდან გაზრდილია 1.15 მლრდ-მდე.
- სალომბარდე სესხების გარდა, თუ აქვს მომხმარებელს შესაძლებლობა „ვალუტოში“ ისარგებლოს სწრაფი სესხებით და კონკრეტულად რა პირობებით?
- სწრაფი სესხის პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ კლიენტზე, მის საკრედიტო ისტორიაზე, შემოსავალზე... ბევრი პარამეტრის გათვალისწიენება ხდება საპროცენტო განაკვეთისა და ვადის განსაზღვრისას, მაგრამ ბაზარზე „ვალუტოს“ აქვს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში კლიენტის მონაცემები უნდა ჯდებოდეს ეროვნული ბანკის რეგულაციებში, საჭიროა შემოსავლების დადასტურება, თუმცა არ არის აუცილებელი რომ შემოსავლები იყოს ხელფასი, რომელიც ბანკში ირიცხება. დადასტურებულ შემოსავლებად ამ შემთხვევაში ითვლება ფულადი გზავნილები, თუ ადამიანი თვითდასაქმებულია, მისი შემოსავალი შეგვიძლია შემოსავლებად გავითვალისწინოთ და სესხი 10-15 წუთში მტკიცდება.
- ამ დროისთვის რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი "ვალუტო" ბაზარზე და რა გეგმები გაქვთ მის გაფართოებასთან დაკავშირებით მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ამ დროისთვის გვაქვს 4 პროდუქტი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი ჩვენი სეგმენტის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი სერვისების შეთავაზებას ვგეგმავთ. „ვალუტო“ 6 ქალაქში წარმოდგენილია 17 ფილიალით და უახლოეს მომავალში იგეგმება 10 ფილიალის გახსნა, საშუალოვადიან პერიოდში კი დამატებით 10-15 ფილიალის გახსნაა დაგეგმილი, ეს იქნება არა მხოლოდ იმ არეალში სადაც ვართ წარმოდგენილი, არამედ ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს ყველა დიდი დასახლებული პუნქტი.
რა თქმა უნდა ფილიალების გაფართოების პარალელურად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის „ვალუტო“ 100 ადამიანს ასაქმებს, ქსელის კიდევ უფრო გაფართოების ფარგლებში დამატებით 150 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ.
- თქვენი შეფასებით, რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში სალომბარდე სესხების ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები როგორია?
- დღევანდელი მდგომარეობით, სალომბარდე სესხების დაახლოებით ¼-მდე წარმოადგენს ბანკები, ¼ არის სესხის გამცემი სუბიექტები, დაახლოებით ნახევარს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
თუ ბოლო 2 წლის სტატისტიკას შევხედავთ, მას შემდეგ რაც სებ-ის რეგულაციებში მოექცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები, ისეთი კომპანიები, რომლებიც ფინანსურად მდგრადები არ იყვნენ, ბაზარი ნელ-ნელა დატოვეს მნიშვნელოვანია, რომ მათი პორტფელი ჰაერში არ გაფანტულა, მოხდა მათი სხვა კომპანიებთან შერწყმა ან კომპანიების კლიენტების სხვა კომპანიებში გადასვლა, ანუ ბაზარზე გამსხვილების პროცესი დაიწყო. ამ თვალსაზრისით მომხმარებლისთვის რისკები შემცირებულია, რადგან რეალურად მომხმარებელს აღარ აქვს ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან, რომელთაც ბაზარზე ოპერირება კაპიტალის გარეშე შეეძლოთ. ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვფიქრობ, წლის ბოლომდე დასრულდება, შესაბამისად, ბაზარზე მხოლოდ ფინანსურად მდგრადი კომპანიები დარჩებიან. დამეთანხმებით ალბათ, რომ სანდოობა ამ ბაზარზე მნიშვნელოვანია, წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც ოქრო მიაქვს დასალომბარდებლად, მისი დაკარგვის საფრთხე მისთვის რამდენად მძიმეა.
გარდა ამისა, ბაზარზე გამსხვილებამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა კონკურენცია, რადგან თუ რამდენიმე წლის წინ საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 60%-ის ფარგლებში და უფრო მაღალიც იყო, ახლა ეს განაკვეთი 18-24%-ის ფარგლებშია. ანუ მოხმმარებლის როგორც დაცულობის, ასევე საპროცენტო განაკვეთის თვალსაზრისით, გაუმბჯობესება ცალსახააა.
მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ბაზარზე გვაქვს უფრო მეტი მდგრადობა, გაუმჯობესებული კონკურენცია, ნაკლები რისკები და დაცული მომხმარებელი.
- ვინაიდან რეგულაციებზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ აღნიშნეთ, კონკურენციის და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეროვნული ბანკის რეგულაციების გამკაცრებით, ხომ არ შეიზღუდა მომხმარებლისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა?
- სალომბარდე სესხების შემთხვევაში სესხი უზრუნველყოფილია და შემოსავლების შესწავლის საჭიროება არ არის, ანუ სალომბარდე სესხებზე რეგულაციებით ხელმისაწვდომობა არ შეზღუდულა. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რეგულაციები შეეხო არა მომხმარებელს არამედ სესხის გამცემ სუბიექტებს და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.
რაც შეეხება არაუზრუნველყოფილ სესხებს, შესაძლოა იყვნენ კლიენტები, რომელთაც მანამდე შეეძლოთ სესხის აღება და შესაძლოა მათთვის ახლა ეს შეზღუდულია (რადგან შემოსავლის შესწავლა ხდება და სესხის აღება არ შეუძლიათ), თუმცა ეს ისევ მომხმარებლის დასაცავად არის მიღებული რადგან მან არ აიღოს ისეთი ვალდებულებები, რომლის გადახდასაც შემდგომში ვერ შეძლებს.