ადგილობრივმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი შოპინგზე დახარჯეს
2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910 000-ით განისაზღვრა. საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა კი, 147 მილიონი ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქტატი ავრცელებს.
საუბარია 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივ ვიზიტორებზე.
2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480 000-ით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში და იმერეთის რეგიონში.
ვიზიტებისას გაწეული 147 მილიონი ლარის საშუალო თვიური ხარჯი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5%-ით და 141 ლარს უტოლდება.
ვიზიტის მიზანი იყო მეგობრების და ნათესავების მონახულება, მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვა), შოპინგი, მკურნალობა, გაჯანსაღება, დასვენება, გართობა, რეკრეაცია, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა,მომლოცველობა, განათლების მიღება.
რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
საყიდლები - წლიური ხარჯი 54 მილიონ ლარამდე.
საკვები და სასმელი - წლიური ხარჯი 35 მილიონზე მეტი.
ტრანსპორტი - წლიური ხარჯი 27.5 მილიონი ლარი.
განთავსება - წლიური 7 მილიონი ლარი.
გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - წლიური ხარჯი 1 მილიონ ლარზე მეტი.
სხვა ხარჯებმა შეადგინა 22 მილიონი ლარი.