7 მიზეზი რატომ უნდა აირჩიოს მგზავრმა Wizz Air-ი - CEO-ს განმარტება
ძვირფასო მომხმარებლებო, როცა არ გჭირდებათ ფრენა, ნუ იფრენთ. მაგრამ როცა ამას აკეთებთ, იფრინეთ ყველაზე მწვანედ, – Wizz Air Group-ის CEO იოსეფ ვარადი მოგზაურებს მიმართავს.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Wizz Air ცდილობს ყოველდღე უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს, ყველაზე მდგრადი გზით.
იოსეფ ვარადი 7 მიზეზი ასახელებს თუ რატომ უნდა აირჩიონ მომხმარებლებმა Wizz Air-ი:
1. მგზავრს, რომელიც Wizz Air–თან ერთად მგზავრობს, CO2-ის ნაკვალევი საშუალოდ მხოლოდ 57,2 გრ იქნება კილომეტრზე. "თუ ყველა ავიაკომპანია ჩვენსავით ეფექტური იქნება, ევროპული CO2-ის გამონაბოლქვი ავიაციიდან 34%-ით შემცირდება," – ამბობენ კომპანიაში.
2. Wizz Air არ დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით ზედმეტი დაბინძურებისგან თავიდან ასაცილებლად.
3. თვითმფრინავებს არ აქვს ბიზნეს კლასის დასაჯდომი ადგილები, ესეც არასაჭირო გამონაბოლქვის კიდევ ერთი მაგალითად სახელდება.
4. Wizz Air ფრენებს მხოლოდ პირდაპირი მარშრუტით ახორციელებს. ერთი აფრენა-დაფრენა შემაერთებელი ფრენისა და ზედმეტი საწვავის ხარჯის გარეშე.
5. ავიაკომპანია იყენებს მსოფლიო დონის ძრავებს და თვითმფრინავებს, რაც მნიშვნელოვანია დაბალი ემისიებისთვის.
6. Wizz Air-ს ყავს ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე თანამედროვე ფლოტი ევროპულ კონკურენტ ავიაკომპანიებს შორის 50+ თვითმფრინავით.
7. არცერთ მარშრუტს აქვს პირდაპირი მატარებლის ალტერნატივა (ოთხ საათზე ნაკლები.)
"ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ფრენას გადაწყვეტთ, მოგიწოდებთ, ბუნდოვანი დაპირებების ნაცვლად მოძებნოთ მომავლის ტექნოლოგია. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ," – ასე მიმართავს მომხმარებლებს იოსეფ ვარადი, Wizz Air Group-ის CEO.