ტურიზმი
20/10/2023

2023 წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორს განახლებული მარეგულირებელი ჩარჩო ექნება

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

2023 წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორს განახლებული მარეგულირებელი ჩარჩო ექნება. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი  აცხადებს, კანონი პლენარულ სხდომაზე გავა და 2024 წლამდე დამტკიცდება.

„კანონპროექტი უკვე ოთხი წელია, რაც სხვადასხვა ფორმატში განიხილება. მათ შორის იყო არაერთი შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, ის გამოწვევები რაც სექტორს შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გათვალისწინებულია. თუმცა დამატებით თუ რამე იქნება შესაძლებელი და არგუმენტირებული, მზად ვართ განვიხილოთ.“-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალ კანონპროექტს ტურიზმის სექტორი ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

„სხვადასხვა ჩართულ მხარეს შეიძლება უნდოდეს მათზე უფრო მეტად მორგებული კანონი,თუმცა არის სტანდარტები რასაც ვერ შეცვლი. ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი ,რადგან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაყავს ტურიზმის სექტორი, რაც პირველ რიგში წაადგება ინდუტრიას.“-აღნიშნა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით რიგი საკითხები მიღებისთანავე ამოქმედდება, საკითხებისთვის კი, რომელსაც სჭირდება მომზადება, შესაბამისი ვადები გამოიყოფა.

ტურიზმის შესახებ აქამდე არსებული კანონი 1997 წელს არის მუღებული. სექტორის წარმომადგენლები და კანონმდებლები თანხმდებიან, რომ ის დღევანდელობასთან შესაბამისობაში არ არის და შესაბამისად, მისი განახლების აუცილებლობა ბუნებრივია,  დღის წესრიგში დგას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022