ტურიზმი
23/01/2023

2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ $3.5 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი $3,516,634,479 დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 107.6%-იან აღდგენას ნიშნავს.
 
2021 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 182.5%–ით. 
2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და $363,306,614 შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია $237,255,596-ით. 
 
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას, საქართველოში 2022 წელს 5.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.
 
გასულ წელს გასულ წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია. 2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 131.6%-ით აღემატება.
ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა 216.9%-ია. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა 110.7%-ია.