ტურიზმი
29/01/2021

1-ელი თებერვლიდან ვაქცინირებული უცხოელები საქართველოში უპირობოდ შემოვლენ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება საქართველოში უპირობოდ შემოვიდეს.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის სრული კურსი ნიშნავს, ვაქცინის 2 დოზას.

„ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება იმათ, ვისაც ვაქცინის სრული კურსი არ აქვთ, მათ საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. აგრეთვე საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს მათთვის სავალდებულო იქნება PCR ტესტის ჩატარება.

„ევროკავშირის, ისრაელის , შვეიცარიის, აშშ, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. ამასთან დაკავშრებით ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამდასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022