ტექნოლოგიები
01/02/2023

TNET: საქართველოში კარგი იდეები ყალიბდება, თუმცა IT კადრების დეფიციტს განვიცდით

"მთელი მსოფლიო ციფრულ სივრცეში ვითარდება, ისევე როგორც საქართველო, საკმაოდ კარგი იდეები ყალიბდება და საინტერესო სტარტაპებია, თუმცა დღეს განვიცდით IT კადრების დეფიციტს"-ამის შესახებ ტექნოლოგიურმა კომპანია TNET-მა განაცხადა.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი აცხადებს, ბაზრები გაიხსნა და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზრვარგარეთ იმუშაონ.

"ეს ქმნის გარკვეულ დეფიციტებს, თუმცა ვებრძვით ამ ნაწილს, იმით, რომ  გვაქვს განვითარების გეგემები, მათ შორის თითოეულ თანამშრომელთან მიმართებაში და ვზრუნავთ, რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები. ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომ ტექნიკური პერსონალი გაიზაროს და ბევრი საინტერესო პლატფორმა, პროექტი შექიმნას, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ძალიან აქტუალურია დღევანდელ სამყაროში."-აღნიშნავს გიორგი ჩუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ TNET-ი საქართველოში 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. მათ შორისაა, Mymarket, Myauto, Myhome, tkt.ge, vendoo და სხვა.

ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.