ტექნოლოგიები
12/09/2023

ტიტანის კორპუსი და ახალი ფერები - როგორია iPhone 15 Pro და 15 Pro Max

ახალი ჩიპი და ტიტანის დიზაინი - iPhone 15 Pro ხაზი ყველაზე მსუბუქი პროფესიონალი მოდელები.

Apple-ის თქმით, მოწყობილობის ზომები უფრო მცირეა, თუმცა ეკრანის ზომა შენარჩუნებულია. Apple ასევე ადასტურებს, რომ ეკრანის გარშემო არსებული საზღვრები ყველაზე თხელია, რაც აქამდე ყოფილა.

iPhone 15 Pro Max-ის ფასი მატულობს, მისი ღირებულება 1099 დოლარის ნაცვლად 1199 დოლარიდან იწყება, მაგრამ ახლა მინიმალური მეხსიერება 256 GB-ით დაიწყება და არა 128 GB-დან.

iPhone 15 Pro -ს ფასი 999 დოლარიდან იწყება. ახალი მოდელები გაყიდვაში 22 სექტემბერს გამოვა.

ბევრი ვარაუდობდა, რომ უმაღლესი დონის iPhone-ს iPhone 15 Ultraს უწოდებდნენ, თუმცა პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ სახელწოდება iPhone 15 Pro Max-ია.

iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max-ის USB-C კონექტორი იძლევა მონაცემთა გადაცემის უფრო სწრაფ სიჩქარეს.

Apple-ის თქმით, თამაშები, რომლებიც მხოლოდ Mac-ზე, კონსოლებსა და კომპიუტერებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონზე.

15 Pro-ს ექნება 48 მეგაპიქსელიანი სენსორი, რომელიც წინა მოდელზე უფრო მოწინავეა, თუმცა გარჩევადობა არ გაიზარდა.

ტელეფოტო ლინზაზე: iPhone 15 Pro ინარჩუნებს 3X ოპტიკურ ზუმს, ხოლო iPhone 15 Pro Max იღებს 5X ტელეფოტო ლინზას. სენსორი ახლა 25%-ით დიდია. ეს არის უზარმაზარი გაუმჯობესება iPhone ფოტოგრაფებისთვის.

Businesspartner