ტექნოლოგიები
03/11/2021

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ღია ბანკინგის ფარგლებში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემას შეეხება.  ამჯერად, ეპიზოდის სტუმრები Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი, შოთა გიორგობიანი და თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი,  მარიამ კვარაცხელია არიან.

ღია ბანკინგის შესაძლებლობების გარდა, სტუმრები პერსონალური ფინანსური მენეჯერის (PFM) და ბიზნეს ფინანსური მენეჯერის (BFM) განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, როგორც საბანკო არხებში, ისე ფინანსურ ტექნოლოგიებში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ფინანსების მართვას  ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

თიბისის პოდკასტების ეპიზოდების ნახვა  Youtube-ზე, ასევე აუდიო ვერსიითს მოსმენა  სხვადასხვა არხზეა შესაძლებელი, მათ შორის: Google Podcast, Spotify და Sound Cloud-ზე.

„თიბისი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ტექნოლოგიური სიახლე - ღია ბანკინგი ბიზნესებისთვის დანერგა.  „ბიზნესმომხმარებლების დიდ ნაწილს, 45%-ს ანგარიში რამდენიმე ბანკში აქვს გახსნილი, რაც ბალანსისა და ტრანზაქციების გადამოწმებისას, მათ დამატებით სირთულეს უქმნის. ღია ბანკინგის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ თიბისისა და ნებისმიერი სხვა ბანკის ანგარიშებს, ნაშთებსა და ტრანზაქციებს თავი ერთ სივრცეში - ინტერნეტბანკსა თუ ბიზნესაპში მოუყარონ. ეს კი მათ ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს“, -თიბისის  ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია.

ღია ბანკინგი ფინტექებისთვის ახალ, შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის და თიბისი მზად არის ითანამშრომლოს მათთან. სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, დააინტეგრირონ და ისარგებლონ სხვადასხვაა ციფრული პროდუქტით.  მომავალში, კიდევ არაერთი მსგავსი პროდუქტის შექმნა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების განვითარებას საქართველოში.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ამ საკითხების შესახებ დაინტერსებულ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინფორმირება, მათი ხელშეწყობა და განვითარება, რაც ქვეყანაში  ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020