ტექნოლოგიები
16/11/2022

Skillwill: ტექ სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა

პროგრამირების შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის Skillwill-მა ღია კარის დღე გამართა.  

"მსოფლიოში საკმაოდ დიდი აცდენაა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შრომით ბაზარზე, რაც ტექ სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას იწვევს. მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ქართველ ახალგაზრდებს, რომ ისწავლონ და შექმნან ციფრული პროდუქტები"- ამის შესახებ Skillwill-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში განაცხადა. 

"გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რია კარის დღე, სანამ აკადემიაში მიღებას მესამედ გამოვაცხადებდით. მსგავსი პროექტები პასუხობს ბაზრის მაღალ მოთხოვნას, ვგულისხმობ ამ სფეროში დასაქმების მსურველებს. აკადემია პროგრამირების შესწავლის მსურველებს 8 და 3-თვიან ონლაინ კურსებს სთავაზობს. მათ, ვისაც გამოცდილება არ აქვს, შეუძლია გაიაროს აკადემიის 8-თვიანი ძირითადი კურსი და ისწავლოს პროგრამირება უშუალოდ დეველოპერებისგან. ხოლო მათ, ვისაც უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება სურს, 3-თვიანი კურსის გავლით შეეძლება მაღალანაზღაურებადი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა."-აცხადებს აკადემიის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე. 

ცნობისთვის, Skillwill 2022 წლის ივლისში დაარსდა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს დეველოპერი ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე ან აქვს გარკვეული ცოდნა და სურს სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას.