ტექნოლოგიები
23/05/2023

Huawei-მ სმარტ-საათებში სისხლში შაქრის გაზომვის სისტემა დანერგა

კომპანია Apple-ი რამდენიმე წელია, Apple Watch-ში სისხლში შაქრის განსაზღვრის ფუნქციის დამატებაზე მუშაობს, თუმცა ამ დრომდე ამ გეგმის განხორციელება ვერ შეძლო. Huawei-ში კი გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ კონკურენტს და საკუთარი წარმოების, ფლაგმანურ „ჭკვიან საათში“ Watch 4-ში შაქრის დონის გაზომვის არაინვაზიური მონიტორინგი წარმოადგინეს.

გაჯეტი არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც სამედიცინო მოწყობილობა, ამიტომ მწარმოებელი მონაცემების სიზუსტის გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა მომხმარებლებს პირდება, რომ Huawei Watch 4 განსაზღვრავს შაქრიანი დიაბეტის განვითარების სავარაუდო რისკს 10 სხვადასხვა მაჩვენებლით. ეს კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დროულად მიმართოს ექიმს.

პირველ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე იმუშავებს, თანაც ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც კვლევით პროგრამაში ჩაერთვნენ. ამის მიუხედავად, ექსპერტების შეფასებით, ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსგავსი მოწყობილობების შესაძლებლობების გასაფართოვებლად.

გარდა შაქრის მაჩვენებლებისა, Huawei Watch 4-ის სერიის სმარტ-საათები ასევე აღრიცხავენ სპორტული აქტივობების 100-ზე მეტ სახეობას, სისხლში ჟანგბადის დონეს, პულსს, ტემპერატურას და სხვა პარამენტრებს.

გაჯეტის ღირებულება 384 დოლარს შეადგენს.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023