ტექნოლოგიები
13/05/2023

HT solutions: საქართველოში ბარიერი “ქალებს ტექნოლოგიების სფეროში რა უნდათ“ აღარ არსებობს

ტექნოლოგიების სფეროში გენდერული ბალანსი, მსოფლიო მასშტაბით, ბევრი კომპანიისთვის გამოწვევაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ IT გუნდებმა და ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ეს ბარიერი გადალახონ.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ქალები შეადგენენ მსოფლიოს სამუშაო ძალის მესამედზე ნაკლებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში.

HT solutions საქართველოს ბაზარზე IT ინფრასტრუქტურის მიწოდებას, კიბერუსაფრთხოებას და ქლაუდ სისტემების სერვისებს უზრუნველყოფს.

კომპანია HT solutions-ის მმართველი პარტნიორი ნინო გვაზავა ამბობს, რომ ტექნოლოგიების სფეროში ქალების როლი სულ უფრო იზრდება.

მისი თქმით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში მოიხსნა ბარიერი - "ქალებს ტექნოლოგიების სფეროში რა უნდათ". 

"ზოგადად რთულია ამ სფეროში გენდერის კონტექსტში საუბარი, რადგან სუფთა ინტელექტუალური სამუშაოა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა გათანაბრებისკენ მიდის, რაც დამსაქმებლების მხრიდანაც იკვეთება. ეს ჩვენი კომპანიის მაგალითზეც შემიძლია ვთქვა, რადგან ჩვენთან მომუშავე ადამიანების უმრავლესობას, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ქალები წარმოადგენენ.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ ადამიანმა ტექნოლოგიები იცოდეს, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული და მაქსიმალურად სწრაფად ითვისებდეს სიახლეებს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც კლიენტ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან მქონდა შეხვედრები, ყოველთვის იკვეთებოდა, რომ მეორე მხარეს 99% მამაკაცები იყვნენ. ახლა ეს რადიკალურად შეიცვალა და მაგიდის მეორე მხარეს ხშირად გვხვდებიან ქალები, მათ შორის კიბერუსაფთხოებაში, Software დეველოპმენტში და ა.შ.“- ამბობს ნინო გვაზავა.

საინტერესოა, საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა ტექნოლოგიურ სფეროში სრულყოფილი ცოდნა მიიღოს. 

ნინო გვაზავას თქმით, ბოლო პერიოდში, პოპულარულია სხვადასხვა კურსები და არასაუნივერსოტეტო განათლება. 

"მიუხედავად კურსებისა, ბიჭებსაც და გოგონებსაც ძალიან უჭირთ ხოლმე ჯუნიორ პოზიციაზე დასაქმება. ამ დროს მნიშვნელოვანია მენტორშიპი, რომ სტუდენტებმა ისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, გასაუბრება სწორად როგორ გაიარონ და ა.შ. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მე პირადად ტექნოლოგიების სფეროშიც ტრადიციულ საუნივერსიტეტო განათლებას ძალიან დიდ როლს ვანიჭებ, რადგან სტუდენტები ფუნდამენტურ ცოდნას ასე უფრო იღებენ, რაც საბოლოო ჯამში, მაღალ პოზიციებზე გადასვლისას მნიშვნელოვანია."- აღნიშნა ნინო გვაზავამ. 

შეგახსენებთ, რომ HT solutions 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც პარტნიორობს დიდ საწარმოებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და ბანკებთან. ამ ეტაპზე კომპანიას 200-ზე მეტი კლიენტი ჰყავს და 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023