ტექნოლოგიები
15/06/2021

GITA-ს საპილოტე პროგრამის ფარგლებში ღონისძიება "ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში" გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ტექნოპარკში ღონისძიება „ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს  პროექტის „Experts.ai for Georgia“ - ს ძირითადი მიღწევებისა და Expert.AI-ის პლატფორმის შედეგების განხილვას.

შეხვედრა ემსახურებოდა დისკუსიის გაღრმავებას საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე  პანელური დისკუსიისას მხარეებმა განიხილეს  ბიზნეს სექტორისა და აკადემიის სფეროს შორის არსებული გამოწვევები და განსხვავებული ხედვები  საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემის პროცესთან მიმართებით.  გაიმართა ასევე ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მონაწილე რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია, ეს პროექტებია: ფართო გამოყენების ანტიალერგიული მედიკამენტი; ქართული იდიომებისა და ანდაზების ბაზა; მექანიკური გადაუდებელი ბლოკირების სარქველები (მოწყობილობა უსაფრთხოებისთვის) წყლის მიწოდებაზე;

საქართველოს ეროვნული და რეგიონული ატლასები; დახარჯული Mn- Zn სისტემის გამოყენება ელემენტებში. 

ღონისძიება გაიმართა „Experts.ai for Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022