ტექნოლოგიები
30/03/2021

GITA-მ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომელთაც მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ლექცია მოისმინეს თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“.

ავთანდილ კასრაძემ ახალგაზრდებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სააგენტო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს მოსახლეობას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023