ტექნოლოგიები
09/06/2021

GITA-მ 586 IT სპეციალისტი გადაამზადა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 586 IT სპეციალისტი გადაამზადა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გადამზადებულთა 65%-მა საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.

„ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რამდენადაც სამიზნე მაჩვენებელი 40% იყო. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვყავს საპილოტე პროგრამაში კვალიფიციური კადრები. 2500-ს გადავამზადებთ შემდგომი ორი წლის განმავლობაში და ეს შეცვლის ბაზარზე არსებულ ვითარებას. შედეგად, IT სპეციალისტების რაოდენობაც და ხარისხიც იქნება ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი. შემდგომ უკვე სახელმწიფო აპირებს რომ კერძო სექტორს გაყვეს ინიციატივებში. იმიტომ რომ სწორედ მათ უნდა შემოიტანონ საერთაშორისო შეკვეთები ქვეყანაში", -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

Businesspartner