ტექნოლოგიები
02/04/2021

ეკონომიკური მდგრადობა და გაციფრულება - რა გვასწავლა პანდემიამ

რა გვასწავლა პანდემიამ - პანდემიის გაკვეთილებსა და აუცილებელ გადაწყვეტილებებზე მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ევგენი ნაიდოვმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა.

ნაიდოვი ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად კრიტიკული მნიშვნელობის საკითხად გაციფრულებას მიიჩნევს.

“უნდა გადავერთოთ ონლაინ აქტივეობებზე და მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო სერვისების, ასევე საგანმანათლებლო სისტემების გაციფრულებულება. Ამ თვალსაზრისით აუცილებელია იმ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც თბილისის გარეთ ოპერირებენ”, - განაცხადა მსოფლიოს ბანკის ეკონომისტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე სჭირდება საჯარო სერვისების ონლაინ ხელმისავდომობის გაზრდა, კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.

ნაიდოვმა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარე პროექტზეც აღნიშნა. “საქართველოსთან გვაქვს არაერთი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციურ და ციფრული სერვისების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამა Log-in Georgia, რომელიც 0,5 მლნ ადამიანს მისცემს საშუალებას ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ინტერნეტზე, ამაში იგულისმება ის ადამიანებიც, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. ასევე გვაქვს პროექტი, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და გაციფრულებას, ასევე მუდმივად ვეძებთ შესაძლებლობას, დავეხმაროთ საქართველოს”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა "ბიზნესპარტნიორში".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ Log-in Georgia პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს დაფინანსება გამოყო. მისი მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან. პროექტი მთლიანობაში დაახლოებით 500 000 ადამიანს მოიცავს.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

 

 

Businesspartner