ტექნოლოგიები
29/06/2022

დავით სონღულაშვილი: მეტი ციფრული ინიციატივა და მომზადებული კადრი გვჭირდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების სრულფასოვანი დანერგვა, სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმატების შესაძლებლობას იძლევა. 

"ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა ქმნის საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც GovTech-ის მიმართულებით გვაქვს და რომელიც დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან, ღია დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დანერგვას გულისხმობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ყველა დარგში ჩვენი მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების საკითხში, რომლებიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე. 

მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას.

"მიმაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი  საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა, 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023