ტექნოლოგიები
16/06/2021

BTU-ში ბიოტექნოლოგიების კვირეული გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებითა და კარლ ცაისის (CARL ZEISS AG) კავკასიის წარმომადგენლობის ჩართულობით, BTU-ში ბიოტექნოლოგიების კვირეული გაიხსნა, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები ლექციებსა და მასტერკლასებს ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, სტარტაპერებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ.

750 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ბიოტექნოლოგიების ბაზარი უპრეცედენტო ტემპით იზრდება მსოფლიოში. მხოლოდ 2020 წელს, ამ სფეროში არსებული ვენჩურული კაპიტალის ოდენობამ 23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სფეროში ათასობით კომპანია მოღვაწეობს, ბაზრის ზრდა კი 16%-ით არის პროგნოზირებული 2028 წლისთვის. სინთეთიკური ბიოლოგია, ბიო მეგამონაცემები და მანქანური სწავლება, გენური ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული, სამედიცინო, გარემო და აგრიკულტურული ბიოლოგია - ის მიმართულებებია, რომელიც ბიოტექნოლოგიების მომავალს წარმოადგენს. 

ბიოტექნოლოგიების კვირეული ტარდება კარლ ცაისის კავკასიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობით. კარლ ცაისი (CARL ZEISS  AG) უძველესი კომპანიაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს როგორც  ინოვაციური  ტექნოლოგიების მწარმოებელი, როგორც სამედიცინო  ისე  ბიოტექნლოგიების და ასტროლოგიის  მიმართულებით. ცაისის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ოპტიკა (ZEISS), რომელიც გამოიყენება მიკროსკოპიაში, ურთულეს სამედიცინო, სამეცნიერო და ასტროლოგიურ ხელსაწყოებში. პირველი ხომალდი მთვარეზე გაფრინდა ცაისის მონაწილეობით და  ცაისი არის პლანეტარიუმის გამომგონებელი.აღსანიშნავია კარლ ცაისის კომპანიამ , რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და არის გერმნიის სახელმწიფოს მფლობელობაში 1889 წელს (ერნსტ ებეს ინიციატივით) დააარსა საქველმოქმედო ფონდი: „კარლ ცაისის ფონდი“, რომლის მთავარი მისია არის მეცნიერების განვითარება. კარლ ცაისის წარმოება, რომლის შემოსავალი რამდენიმე მილიარდი, მთელი შემოსავლის თითქმის 40%-ს დებს ფონდში, რომელიც აფინანსებს მეცნიერების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევებს.

კვირეულის გახსნაზე ლექციები ჩაატარეს ნინო ლომუაშვილმა (კარლ ცაისის ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი), პავლე ჭელიძე (აღიარებული ექსპერტი, სპეციალისტი უჯრედულ / ქსოვილურ ბიოლოგიაში), მზია ჟვანია (ნეირობიოლოგი, 

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) და ლია ნადარაია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიისა და ნანომასალების მიღების დოქტორი).

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

17 ივნისი - ხუთშაბათი

16:00 - 17:30 - მასტერკლასი:  “ინტელექტუალური სურათები: სივრცესა და დროში აღბეჭდილი სიცოცხლე”  პავლე ჭელიძე, აღიარებული ექსპერტი, სპეციალისტი უჯრედულ / ქსოვილურ ბიოლოგიაში, ორიენტირებულია თანამედროვე მიკროსკოპიის ტექნოლოგიებსა და ბიო-სტრუქტურების 3D / 4D ციფრულ გამოსახულებაზე.

სამიზნე ჯგუფი: ბიოტექ და ფარმაცევტული კომპანიები და სტარტაპები, აგრეთვე ტექნოლოგიებში მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

18 ივნისი - პარასკევი

16:00 - 17:30 - მასტერკლასი ,,ნანოტექნოლოგიები ბიოლოგიასა და მედიცინაში’’  მზია ჟვანია, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

სამიზნე ჯგუფი: ბიოტექ და ფარმაცევტული კომპანიები და სტარტაპები, აგრეთვე ტექნოლოგიებში მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

 

 

 

Businesspartner