ტექნოლოგიები
03/07/2021

BTU-ს საერთაშორისო კონფერენცია “ინიციატივა 5.0” დასრულდა

საერთაშორისო კონფერენცია ინიციატივა 5.0-ის პანელური დისკუსიები BTU-ს აფილირებული პროფესორების, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების, კერძო და სახელმწიფო სექტორის ჩართულობით დასრულდა.

ინიციატივა 5.0 პანელური დისკუსიები ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით: ციფრული ეკონომიკა (Digital Economy), მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა, მწვანე ტექნოლოგიები (Greentech), ჯანდაცვის ტექნოლოგიები (Healthtech), აგრარული ტექნოლოგიები (Agritech), სამართლის ტექნოლოგიები (LegalTech), განათლების ტექნოლოგიები (Edtech), მედიატექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება (Mediatech & Cybersecurity), კულტურის ტექნოლოგიები (Culturetech), ქალები ტექნოლოგიებში (Femtech).

BTU-ს აფილირებულმა პროფესორებმა ინიციატივა 5.0 ფარგლებში წარადგინეს კვლევები:

ვახტანგ ჭარაია - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ფინტექ ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესისასთვის საქართველოში“

ცოტნე ჟღენტი - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ციფრული ნდობის ფორმირების პროცესი საქართველოში“

დავით გონდაური - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“

ანი ვაშაყმაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“

მაია მელიქიძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „მწვანე ენერგიის (მზის ენერგიის) შესაძლებლობები - ბიზნეს მოდელი"

ნინო მიქავა - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ელექტრონული ჯანდაცვის შესაძლებლობები საქართველოში“

სიმონ გაბრიჭიძე - Welfare Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი
კვლევა: „საქართველოში დიაბეტის ეფექტური მართვისთვის ციფრული ტექნოლოგიების საჭიროების შეფასება“

თამთა მამულაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „აგრარული ტექნოლოგიები და სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის პოლიტიკა“

ზვიად გაბისონია - BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
კვლევა: „ინტერნეტ სამართალი და ტექნოლოგიების როლი სამართალში“

ხათუნა ბურკაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტები ევროკავშირის გამოცდილების მაგალითზე“

მაია ნონიაშვილი - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების გზები
განათლების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში“

ხათუნა ბურკაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „დისტანციური განათლების პანდემიური და პოსტ-პანდემიური ტენდენციები“

სოფო ოგბაიძე - BTU-ს მოწვეული ლექტორი
კვლევა: „შემოქმედებითი ინდუსტრიის საჭიროებების შეფასება საქართველოში"

მარიამ ლაშხი - BTU-ს აფილირებული პროფესორი
კვლევა: „ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები"

„BTU-ს „ინიციატივა 5.0” საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU-მ მასშტაბური კვლევები და პროექტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სექტორებში განახორციელა.

Businesspartner