"სურნელის" ხელნაკეთი ნატურალური საპნების სტენდი სავაჭრო მოლებში გამოჩნდება
ქართული სტარტაპი "სურნელი" მომხარებლის წინაშე ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკით - უფრო კონკრეტულად კი სურნელოვანი საპნებით წარდგა. პროფესიით მუსიკოლოგს და პიარტექნოლოგს ხელნაკეთი საპნების დამზადებისკენ ნატურალური კოსმეტიკის სიყვარულმა უბიძგა.
"მთავარი ინსპირაცია სწორედ ეს იყო. საპონი ყოველდღიურად მოხმარებადი პროდუქტია და მინდოდა დამემზადებინა ისეთი საპონი, რომელიც გამოშრობის ნაცვლად სარგებელს მოუტანდა კანს. პანდემიის პერიოდმაც შემიწყო ხელი და ჩემი იდეების განსახორციელებლად მეტი დრო გამომიჩნდა,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „სურნელის“ დამფუძნებელი რუსკა დათუკაშვილი.
პროდუქცია სახლის პირობებში მზადდება და ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება. ფასები 5-დან 50 ლარამდე მერყეობს. სამომავლო გეგმებში უფრო მეტი სასარგებლო რეცეპტის მოძიება და საქმიანობის გაფართოება შედის.
“სურნელის” მთავარი დადებითი თვისება სასიამოვნო სურნელია, რომელსაც საპონი ბუნებრივი, სამკურნალო ეთერზეთების წყალობით იღებს. არ გამოიყენება არომატიზატორები. სამომავლოდ ვფიქრობ, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე და მალე შემოგთავაზებთ კანის მოვლის სხვა ნატურალურ საშუალებებსაც. ცოტა ხანში "სურნელის" სტენდი გამოჩნდება თბილისის სავაჭრო ცენტრებში და დარწმუნებული ვარ, ჯანსაღ კონკურენციას გავუწევ სხვა კოსმეტიკურ კომპანიებს,“- აცხადებს რუსკა დათუკაშვილი.