სტარტაპი
14/07/2022

სტარტაპი Justpay საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებას გეგმავს

სტარტაპი Justpay, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს გადახდების ალტერნატიულ გადაწყვეტას საგადახდო ბმულის იგივე Payment Link გამოყენებას სთავაზობს, სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდას და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებას გეგმავს.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი და CEO ნინო სანებლიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, Justpay-ის განვითარებას ქვეყნის გარეთაც ხედავენ, კონკრეტულად კი თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზარს განიხილავენ.

"დიდი მოლოდინი გვაქვს, თურქეთის ბაზრიდან, რომლის ზომაც ბევრად აღემატება ქართულ ბაზარს. დავასრულეთ ბაზრის მოკვლევის პირველი ეტაპი და უკვე ნათელია, რომ მინიმუმ 1 მილიონი მეწარმე და კომპანია არსებობს თურქეთში, რომელსაც აქვს საჭიროება მიიღოს ონლაინ გადახდები Payment Link-ის გამოყნებით.

ამასთან, შემდეგი ერთი წელი ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტარტაპისთვის. Მომდევნო თვიდან მარკეტინგულ აქტივობებს ვიწყებთ, რაცდადებით გავლენას მოახდენს ჩვენი კლიენტების ბაზის ზრდაზე. თავად პროდუქტის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, გვინდა QR გადახდების სერვისის დამატებაც, ასევე მთლიანად პლატფორმის და განსაკუთრებით მისი ანალიტიკური სერვისების დახვეწა.

მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორებთან ურთიერთობაში სტანდარტული სტარტაპისგან განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ, ჩვენ არ მივედით მათთან მხოლოდ იდეით ან MVP-ით, ახლაც არ ვეძებთ აქტიურად ინვესტორებს, ჩვენი ხედვაა, რომ დავიწყოთ საქართველოში აქტიური მარკეტინგული კამპანია, შევიტანოთ ჩვენი სერვისი მეზობელ ქვეყნებში და ამის შემდეგ კონკრეტული შედეგებით მივიდეთ ინვესტორებთან. ვფიქრობთ ასეთ სტადიაზე გაცილებით უფრო ღირებული ინვესტორების ჩართვას შევძლებთ ჩვენ სტარტაპში.“–ამბობს ნინო სანებლიძე.

მისივე თქმით, Სწორედ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიზნით მიიღეს მონაწილეობა GITA-ს საგრანტო კონკურსში, სადაც 150 000 ლარი მოიზიდეს. თუმცა, აქამდე პროექტში განხორციელებული ინვესტიციები მთლიანად გუნდის წევრებზე, იგივე თანადამფუძნებლებზე მოდის.

"არ გვყავს გარე ინვესტორი, შესაბამისად თანადამფუძნებლები ჩვენი დროის და დაგროვილი ცოდნის გარდა პირდაპირ ფულად ინვესტიციისაც ვახორციელებთ JASTPAY-ში. Რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს, დღემდე 135,000 ლარის ინვესტირება მოხდა ჩვენი დანაზოგებიდან."–აღნიშნავს სტარტაპის CEO.

ცნობისთვის, Web პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია და წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ტიპის ბიზნესები. Justpay-ს გადახდის მეთოდის ინტეგრირება შესაძლებელია სოციალური მედიის არხებში, პოსტებში, რეკლამებსა და ტექსტურ შეტყობინებებში. Web პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს წვდომას SAAS პორტალზე, სადაც ირჩევს მის პარტნიორ ბანკს ან ფეიმენთ გეითვეის, იწყებს სასურველი ინვოისის შექმნას და იქვე აგენერირებს საგადახდო ლინკს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023