სტარტაპი
19/04/2022

Nina’s Art Room: სააღდგომო დეკორაციებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

სახელოსნო Nina’s Art Room–ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად დაიხვეწა და პოპულარული გახდა აღდგომის დღესასწაულის გაფორმება, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნაც სააღდგომო სუფრის ან კუთხის დეკორაციებზე.

სააღდგომო დეკორაციაზე ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ, ნივთები არის ხელნაკეთი, ძირითადი მასალა პოლიმერული თიხაა, ასევე სხვა შერეული მასალა. მოთხოვნის ზრდის გამო, წელს ბერად მრავალფეროვანი კოლექცია შევთავაზე მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთი ნივთების დამზადება დიდ შრომას მოითხოვს, შევეცადე ყველა საფასო კატეგორიისთვის ყოფილიყო გათვილილი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ნამუშევრებში ქართული ელემენტები შევიტანე, მაგალითად "ქართული ლურჯი სუფრის" ორნამენტები. ნივთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე საბურთალოს სითი მოლში."– აღნიშნავს, ნინო შაკიაშვილი.

ბრენდი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობს და შეკვეთები აქვს უცხოეთიდან, როგორც საცალო, ასევე კორპრატიული.

ცნობისთვის, სახელოსნო Nina’s Art Room მომხმარებლებს პოლიმერული თიხისგან დამზადებულ განსხვავებული სტილის სამკაულსა და აქსესუარებს, აგრეთვე თემატურ და სადღესასწაულო სუვენირებს სთავაზობს. ნივთების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ, თითოეული დეტალი მუშავდება ხელით ფორმებისა და ყალიბების გარეშე, განსხვავებული ტექნიკით.