Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა სტარტი აიღო
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა სტარტი აიღო.
პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე კი 20 საუკეთესო გუნდი შეირჩა. ისინი 2 თვის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებენ.
პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ფასეული შეთავაზება (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. პროგრამა დასრულდება 4 ივნისს დემო დღით, სადაც პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარდგებიან და ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება სტარტაპის განვითარებისა და გაფართოებისთვის.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, EFSE Entrepreneurship Academy-ის, რედბერის სტარტაპ სტუდიისა და ჰოლანდიის საელჩოს, დახმარებით გუნდებს პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში ყველა საჭირო რესურსზე გაეხსნებათ წვდომა.