სტარტაპი
01/11/2022

ფინანსური ტექნოლოგიები განათლების სისტემაში - Edupay საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს

ფინანსური ტექნოლოგიები ქართულ განათლების სისტემაში - საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის საკმაოდ ახალი წევრი „ედუფეი“ უცხოეთის ბაზარზე გასვლასა და ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებაზე მუშაობს. სტარტაპს, რომელმაც საგანმანათლებლო სფეროში გადახდების პროცესის გამარტივება განიზრახა, ამ ეტაპზე, საქართველოში ათობით დამკვეთი ჰყავს და მან 4 მილიონ დოლარზე მეტის გადასახადები უკვე დააიდენტიფიცირა. აღსანიშნავია, რომ „ედუფეი“ სწავლისთვის გადახდის პროცესის გამარტივებას ცდილობს მოსწავლისთვის, ხოლო სასწავლებლისთვის – გადასახადის ადმინისტრირების. თუ ადრე სასწავლებლების თანამშრომლებს მომხმარებლებისთვის სწავლის გადასახადის შეხსენება სატელეფონო ზარით უწევდათ, „ედუფეის“ პლატფორმა ამას ავტომატურად, SMS- და EMAIL-შეტყობინებების გაგზავნით ახერხებს. გარდა ამისა, „ედუფეი“ მშობელსა და სტუდენტს სასწავლებლის სახელით მიმართავს და ატყობინებს გადახდის თარიღს, თანხის ოდენობასა და ავტომატურად უგენერირებს ინვოისს, რომელიც ბმულის სახით მიჰყვება შეტყობინებას.

როგორც „ედუფეის“ თანადამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე ამბობს, საქართველო მათთვის საპილოტე ბაზარია. „კარგი შემოსავლის მიღება აქაც შეიძლება, რადგან კონკურენტი არ გვყავს. თუმცა, ჩვენ უფრო დიდ პოტენციალს გლობალურად ვხედავთ“, - აღნიშნავს ხაჩიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს ნიუ-იორკის 2 აკადემიასთან აწარმოებენ, ერთ-ერთი ბალეტის სკოლაა. აქ „ედუფეის“პლატფორმის ტესტირება მიმდინარეობს და ამ ბაზარზე გასვლა დამოკიდებული იქნება ტესტირების შედეგებზე.

ცნობისთვის, 2021 წელს, ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში, „ედუფეიმ“ საქართველოს კერძო სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში ფინტექმიმართულების აქტიურად დანერგვა დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023