Comicsland – პლატფორმა, რომელიც საკუთარი კომიქსის შექმნაში დაგეხმარება
Comicsland კომიქსების შემქნის ვებ პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შევიდეს, ააწყოს შაბლონური სიუჟეტი და გახდეს კომოიქსების მთავარი ან ერთ–ერთი მოქმედი პერსონაჟი.
სტარტაპის თანადამფუძნებელი თამარ მუსერიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მათ გეგმებშია მომხმარებლებზე გათვლილი კომიქსების შექმნა. მაგალითად, მომხმარებელი ვებ პლატფორმის საშუალებით გაგზავნის ფოტოს, რომელზეც აეწყობა მთელი კომიქსი.
"ახლა ვართ პლატფორმის შექმნის პროცესში, რაშიც GITA-ს კონკურსში მოპოვებული 30 000 ლარიანი გრანტი დაგვეხმარება. პირველ რიგში, ჩვენი პროექტი გათვლილია ბავშვებზე, თუმცა სამომავლოდ ნებიმიერი ასაკის ადამიანისთვის, მრავალფეროვანი თემატიკის კომიქსებს დავამატებთ. პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, შორეულ გეგმებშია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაც.
რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ჯერ ზუსტად არ ჩამოვყალიბებულვართ, როდესაც მომხმარებელი ააწყობს საკუთარ კომიქსს, შემდეგ მისი ყიდვისთვის გარკვეულ თანხას გადაიხდის, თუმცა ინდივიდუალური შეკვეთების დროს ფასები მოთხოვნებისა და სურვილების მიხედვით იქნება," – აღნიშნავს თამარ მუსერიძე.
მისივე თქმით, სტარტაპის იდეა მას და მის მეგობრებს დეკემბერში გაუჩნდათ და GITA პირველი სააგენტო იყო, რომლის კონკურსში მონაწილეობაც მიიღეს.