სოფლის მეურნეობა
20/07/2020

ვალერი ჩეხერია: სოფლის მეურნეობაში დიდ ინვესტიციებს განვახორციელებთ

"აჭარა ჯგუფი" პანდემიის მიუხედავად ინვესტიციების განხორციელებას არ წყვეტს, მთავარ ორიენტირს კი სოფლის მეურნეობაზე აიღებს.

როგორც ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, ჯგუფი ბიზნესის დივერსიფიკაციაზეა ორიენტირებული და დიდ ინვესტიციებს სწორედ სოფლის მეურნეობაში განახორციელებს.

ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა და განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, რათა ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ სუფთა პროდუქტით.

"ჩვენი მიზანია ბევრი მოგზაური ჩამოვიყვანოთ, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აინტერესებს," - განაცხადა ჩეხერიამ.

ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ჯგუფი აქტიურად განავითარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებას კახეთში, სადაც ჯგუფს აქვს ნუშის ბაღები, ასევე კამეჩისა და თხების ფერმები.