სოფლის მეურნეობა
22/07/2023

უდაბნო შელინგის" დირექტორი: საწარმოში ძირითადად ადგილობრივები გვყავს დასაქმებული

„საწარმოში ძირითადად ადგილობრივები გვყავს დასაქმებული,“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორთან“ კომპანია „უდაბნო შელინგის“ დირექტორმა, გოდერძი მეტრეველმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საწარმოში მუდმივად 150-მდე თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა კომპანია სეზონურად, სამუშაოს ტიპის მიხედვით, 200-დან 500 ადამიანამდე ასაქმებს.

„კომპანია კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე პირველივე დღიდან მუშაობს. ჩვენ თავიდანვე გვყავდა უცხოელი სპეციალისტები. მუდმივად ხდება ჩვენთან დასაქმებულების გადამზადება. ჩვენი გადამზადებული კადრი კი, უკვე ლოკალურ მაცხოვრებლებს ცოდნას უზიარებს," -აცხადებს მეტრეველი.

როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, ამერიკის საელჩოსთან ერთად პერიოდულად სასწავლო სემინარები ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით  სტუდენტებს ცოდნასა და პრაქტიკას უზიარებენ.

ცნობისთვის, „უდაბნო“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ უდაბნო მდებარეობს. შექმნის იდეა კი 2016 წლიდან დაიწყო.

ამჟამად, კომპანია  20 000 ჰექტარ მიწას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ფლობს. აქედან, ნუში 2 000 ჰექტარამდეა გაშენებული, დანარჩენი ერთწლოვანი კულტურებია -  სახორბლე და მარცვლეული კულტურები. ამ ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ნუშის პირველადი და მეორადი გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023