წელს საქართველოში თხილის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან
წელს საქართველოში თხილის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან
თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში ფერმერებთან.
„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია. ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და საწყობი ცენტრები დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.