სოფლის მეურნეობა
23/02/2023

წელს მელიორაციაში ₾150 მლნ-ის პროექტები განხორციელდება

ქვეყანაში მელიორაციის განვითარების მიზნით, სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს, რომელთა ფარგლებშიც, მაგისტრალური არხები სრულად განახლდება და აღდგება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განუცხადა, პროექტების ნაწილი დონორების დახმარებით ხორციელდება, უმეტესად კი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით.

ხანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში წყლის დანაკარგების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რასაც ის 90-იანი წლების მძიმე მემკვიდრეობას უკავშირებს.

„მაგისტრალური არხების განადგურება, შიდა გამანაწილებელი ქსელების მოშლა - ეს გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღემდე პრობლემად რჩება. ამიტომაც, მელიორაციის ძირითადი კაპიტალური ხარჯები მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ მაგისტრალური, მეორადი და მესამე გამანაწილებელი არხები. უნდა გაკეთდეს სწორედ ისეთი არხები, რომლებიც მოექცევა თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეშ და მაქსიმალურად შეამცირებს წყლის დანაკარგებს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს წლებია და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

„თქვენ იცით,რომ ჩვენ აქტიურად ვაფინანსებთ წვეთოვან სისტემებზე გადასვლას და ეს ყველა პროცესი ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიც წყალია, მოხმარებული იქნეს ეფექტურად“, - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მელიორაციაში ჯამურად დაკონტრაქტებული ექნებათ 150 მილიონი ლარის პროექტები. თითოეული მათგანი კი მოემსახურება ერთის მხრივ წყალ უზრუნველყოფილი ფართობების გაზრდას ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი წყლის მიწოდების ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022