სოფლის მეურნეობა
27/10/2021

"თლუღის გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია მარტივი პროცესი არ აღმოჩნდა"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უწყება აგრძელებს “თლუღის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვაზე მუშაობას.

მისი ინფორმაციით, "თლუღის" გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია მარტივი პროცესი არ აღმოჩნდა.

„საუბარია სერთიფიცირებაზე, რის გარეშეც მაკონტროლებელი ვერ მოახდენს არჩევას. ასევე სირთულეა ლაბორატორია, ვინც მოახდენს გენეტიკური ანალიზის შედეგად შეფასებას. პროცესი მიმდინარეა, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეიძლება ეს იყოს ხანგრძლივი პროცესი. ეს დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული და შეიძლება უარიც ვთქვათ ამაზე, არ გვიღირდეს და სახელმწიფოსთვის არ იყოს რენტაბელური,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილმა მიმდინარე წლის მარტში „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ  მთავრობა რაჭული სოჭის დაბრენდვას გეგმავდა და “თლუღის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვაზე კონსულტაციას აწარმოებდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022