სოფლის მეურნეობა
27/07/2020

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" (UN Global Compact Network Georgia) წევრი გახდა.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპსა და 4 ძირითად მიმართულებებზე - ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

”საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია იზიარებს ამ პრინციპებს, ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ თხილის ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას ვახდენთ მდგრადი განვითარების პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში და, რომ ყველა ჩვენი თუ პარტნიორი ორგანიზაცია იზიარებს ამ პოზიციას. მადლობას ვუხდით ორგანიზაცია "CIDA"-ს („სამოქალაქო განვითარების სააგენტო“) გაწეული მხადაჭერისათვის და გვჯერა რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება,” - ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.