სოფლის მეურნეობა
10/10/2023

თაფლის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა

2023 წლის იანვარ-აგვისტოში თაფლის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 8 თვეში  ქვეყნიდან  ექსპორტზე 485 ათასი დოლარის ღირებულების 64.3 ტონა თაფლი გავიდა.  გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 701 ათას დოლარს აჭარბებდა.

ექსპორტი 14 ქვეყანაში განხორციელდა. საზღვარგარეთ ქართული თაფლის რეალიზაციის ძირითადი წილი საფრანგეთზე მოდიოდა. 2023 წელს საფრანგეთში 116 ათასი დოლარის ღირებულების 20.4 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ჩეხეთიდან, სადაც 87 ათას დოლარზე მეტის ღირებულების თაფლი გავიდა. ასევე 70 ათას დოლარამდე ღირებულების თაფლი გაიყიდა ბულგარეთში.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა.

agropartner.ge

Businesspartner