სოფლის მეურნეობა
18/08/2020

სუბსიდიას მიიღებს კომპანია, რომელიც არანაკლებ 1000 ტ ყურძენს გადაამუშავებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 20.000-მდე მევენახე ჩაერთვება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო  ავრცელებს.  

სუბსიდირების მიზანია, არ დარჩეს გადაუმუშავებელი ყურძენი, არ იზარალოს მევენახემ, არ მოუწიოს მას ყურძნის ჩაბარება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

ამასთან, უწყების განმარტებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ღვინის საწარმოების სტიმულირება, რათა მათ შეძლონ ყურძნის შესყიდვა-გადამუშავება და წარმოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“, ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარისა.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს:

1კგ. რქაწითელი - 0,30 ლარი;
1კგ. კახური მწვანე - 0,30 ლარი