სოფლის მეურნეობა
07/09/2020
სოლომონ პავლიაშვილი: მზად ვართ ყურძნის სრული მოსავალი ჩავიბაროთ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ყურძნის 300 ათას ტონამდე მოსავალს ელოდება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება რთველის სეზონისთვის მზადაა.
“ველოდებით, რომ ყურძნის მოსავალი დაახლოებით 300 ათასი ტონა იქნება. აბსოლუტურად მზად ვართ, რომ ყველა მოსავალი ჩავიბაროთ. გვაქვს ამის გამოცდილება და მექანიზმები. ყველაფერს შევეცდებით, რომ გლეხს და ფერმერს არც ერთი გრამი მოსავალი არ დარჩეს ჩაუბარებელი”,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მონისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა.