სოფლის მეურნეობა
03/08/2023

სანაშენე ღორების იმპორტი 252%-ით გაიზარდა

გასულ წელს საქართველოში სანაშენე ღორების იმპორტი 252%-ით გაიზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში 670 260 დოლარის ღირებულების წმინდაჯიშიანი სანაშენე ღორების იმპორტი განხორციელდა.

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სანაშენე ღორები ძირითადად, ორი ქვეყნიდან: ბელარუსიდან და რუსეთიდან შემოიყვანეს. 

აქედან 532.5 ათასი დოლარის ღირებულების სანაშენე ღორები რუსეთიდან ხოლო, 137.7 ათასი დოლარის ღირებულების კი ბელარუსიდან შემოვიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 220 ათასზე მეტის ღირებულების წმინდაჯიშიანი სანაშენე ღორების იმპორტი განხორციელდა.

agropartner.ge