ფოტო: foodnavigator
სოფლის მეურნეობა
16/08/2023

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცისა და კვერცხის შემცირდა

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ქართველმა მწარმოებლებმა 206 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, 5.6%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ხორცის წარმოება კი შემცირებულია, წლიურად 8.2%-ით 17.3 ათას ტონამდე.

შემცირებულია კვერცხის წარმოებაც. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3%-ით ჩამორჩება.