სოფლის მეურნეობა
19/10/2020

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $37,6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართული თხილის ექსპორტი გაზრდილია, გაზრდილია ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2 348 ტონით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან 7 007 ტონა თხილი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, რომლის ღირებულებამ 37.6 მლნ დოლარი შეადგინა. 

ქართული თხილი ექსპორტზე ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, კერძოდ, გერმანიაში (2 145 ტონა), იტალიაში (1 307 ტონა), ჩეხეთში (404 ტონა), პოლონეთში (254 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (182 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (66 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (376 ტონა), სომხეთი (356 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (148 ტონა), კანადა (89 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

 

Businesspartner