სოფლის მეურნეობა
20/10/2020

საქართველოდან ევროპის ბაზარზე 300 ტონა ნედლი გირჩი გავა

წელს ექსპორტზე, საქართველოდან ევროპის ბაზარზე დაახლოებით 300 ტონა ნედლი გირჩი გავა.

გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში უკვე დასრულდა.  წლევანდელი მოსავალი, განსაკუთრებული მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც  მის საექსპორტო პოტენციალსა და ღირებულებაზე დადებითად აისახება. 

ყოველწლიურად, საქართველოდან ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება. ამ ნაძვების 90% კი რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლით იზრდება. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. 

აღსანიშნავია, რომ ევროპული ბაზარი დაინტერესებულია არა მარტო ფესვიანი ნერგის შესყიდვით, არამედ საშობაო მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე  ხდება დარგული და მოჭრილი ხეების დისტრიბუციაც.