სოფლის მეურნეობა
22/10/2020
საქართველოდან ექსპორტზე 250 ტონა ხურმა გავიდა
საქართველოდან ექსპორტზე 250 ტონა ხურმა გავიდა, - ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის მიმართულებით ხურმის გადაზიდვის პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება.
უკრაინის მიმართულებით ხურმის გადაზიდვას ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასი'' კვირაში 2-ჯერ ახორციელებს.
მიმდინარე წელს საქართველოში 2100 ტონა ხურმის მოსავალს ელიან.