სოფლის მეურნეობა
31/08/2020

რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 100-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებულია. კომპანიები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

გადამუშავებული ყურძენი სპეციალური პროგრამის მეშვეობით აღირიცხება ერთიან ელექტრონულ ბაზაში

31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1 154 ტონა, ძირითადად საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. შედეგად მევენახეები 1,132 მლნ-ის შემოსავალს მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ წელს რთველის სუბსიდირება არ იგეგმებოდა, COVID-19-მა მდგომარეობა შეცვალა. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, მთავრობამ “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს.

შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა