რა მდგომარეობაა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე - სეს-ი ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში და როგორც სააგენტო აცხადებს, მათგან 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.
დღეისათვის ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული. წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.