სოფლის მეურნეობა
13/07/2023

ყველაზე დიდი მოცულობის თევზი კახეთში იწარმოება

2022 წელს საქართველოში წარმოებული თევზის მოცულობა 2 791 ტონა იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით თევზის წარმოება კახეთში დაფიქსირდა. 

'საქსტატის" ინფორმაციით, რეგიონში ჯამურად 985 ტონა თევზი აწარმოეს. მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც 928 ტონა თევზი აწარმოეს.

დანარჩენი  რეგიონების მიხედვით, თევზის წარმოება ასე გამოიყურება:

გურია 227 ტონა

სამეგრელო-ზემო სვანეთი  168 ტონა

სამცხე-ჯავახეთი 138 ტონა

იმერეთი 123 ტონა

აჭარა 112 ტონა

2021 წელს  საქართველოში 2.9 ათასი ტონა თევზი აწარმოეს, 2020-ში კი  - 2 ათასი ტონა. 

agropartner.ge

Businesspartner