ყურძნის რეალიზაციიდან მევენახეებმა ₾156,7 მლნ-ის შემოსავალი უკვე მიიღეს
კახეთში ამ დროისთვის, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 156 131 ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 114 496 ტყონა რქაწითელია, 34 740 ტონა საფერავი, 2 529 ტოპნა კახური მწვანე, 125 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული, 4 241 ტონა - სხვა ჯიშები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე რეალიზებული მოსავლის რეალიზაციიდან მევენახეების შემოსავლები 156,7 მლნ-ია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 100 კომპანიაზე მეტია დარეგისტრირებული.
წელს რთველის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხრჯება.
მთავრობამ “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს.
შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა