სოფლის მეურნეობა
30/06/2023

"პროგრამის "დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ"

წარმატებული პროგრამის- „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე გაშენებული არის 20 ათას ჰექტარზე მეტი თანამედროვე ბაღი, მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორგანიზებულად, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ჩატარდა რთველი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული და ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, მევენახეებმა შემოსავლის სახით კი 270 მილიონი ლარი მიიღეს.

„ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა მინდა აღვნიშნო, ეს არის „დანერგე მომავალი“. ყოველ წელს იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები; პროგრამის დაწყებიდან დღემდე გაშენებული არის 20 ათას ჰექტარზე მეტი თანამედროვე ბაღი, მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მარტო გასულ წელს, მეგობრებო, 4 ათას ჰექტრამდე თანამედროვე მრავალწლიანი ბაღი გაშენდა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალა.

ორგანიზებულად, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ჩატარდა რთველი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი და მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონი ლარი მიიღეს. ბოლო 10 წელიწადში ზოგადად მევენახეებმა მიიღეს ძალიან დიდი შემოსავალი, შეიძლება ითქვას, ასეთი შემოსავლები არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს მიერ დაწყებული, ინიცირებული პროგრამები რეალურ შედეგს გვაძლევს. ძალიან ბევრი მეწარმე, ფერმერი არის ჩართული ამ პროგრამებში და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ ამ პროგრამების მხარდაჭერას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში იყო ირიგაცია. დღეს უკვე წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45,000-დან - 165,000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14,000-დან 43,000 ჰექტრამდე გაიზარდა.

„ზოგადად, მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში იყო ირიგაცია. დღეს უკვე წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45,000-დან - 165,000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14,000-დან 43,000 ჰექტრამდე გაიზარდა. გასულ წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟის და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცენდენტო - 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტ მხარდაჭერას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Businesspartner