სოფლის მეურნეობა
16/08/2023

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა - მეცხოველეობის სტატისტიკა

მეცხოველეობის სფეროში ჩამორჩენაა. შემცირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა, ფრინველის რაოდენობა კი მცირედით არის გაუმჯობესებული.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2023 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა. ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სამაგიეროდ მცირედით გაუმჯობესდა მონაცემები მეფრინველეობის სფეროში, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით არის გაზრდილი და 11 მილიონ ფრთას აღწევს.