სოფლის მეურნეობა
24/07/2023

მელიორაცია/ირიგაციის სექტორში ახალი ტარიფები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

მელიორაცია/ირიგაციის სექტორში ახალი ტარიფები განისაზღვრება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აუდიტი მიმდინარეობს და სიახლეები ტარიფებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დადგინდეს, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი აღნიშნავს, დეპარტამენტს ორი ძირითადი მიმართულების წესზე ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული. პირველი წესი ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების  პრინციპებს გულისხმობს, ხოლო მეორე წესი მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ ტარიფები დადგინდება როგორც  ფერმერებისთვის, ისე  ირიგაციის კომპანიის სხვა სერვისებით მოსარგებლეებისათვისაც. საუბარია, ჰესებზე, ქარხნებზე და სხვა.

„ირიგაციის სექტორში დღეს მოქმედი ტარიფი 12 წლის წინაა დადგენილი, რომლის გადახედვაც ამ დრომდე არ მომხდარა.

არსებული ტარიფი 75 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს და ეყრდნობა ფიქსირებული გადასახადის პრინციპს ჰექტარზე. ეს კი  ნიშნავს, რომ კომპანიას აღნიშნული თანხის გადახდის პირობით, აქვს ვალდებულება მთელი წლის განმავლობაში (სეზონზე   არ აქვს მნიშნელობა კონკრეტული ფართის მორწყვა რამდენჯერ მოხდება), უნდა მოახდინოს ამ სერვისის გაწევა.“-აცხადებს ნადირაძე.

მისივე თქმით, ტარიფის დადგენის შემდეგ, კუბურ მეტრთან მიმართებაში საფასურის განსაზღვრა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რაც ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევანი გააკეთოს, ფიქსირებული გადასახადის პრინციპი ჰექტართან მიმართებაში გამოიყენოს, თუ წყლის დამზოგავი ინფრასტრუქტურა დანერგოს.

სემეკს დღეის მდგომარეობით 40 ათასი ფერმერი ჰყავს იდენტიფიცირებული, როგორც მომხმარებელი, რომელთა უმრავლესობას სარწყავი სისტემა პრიმიტიული აქვს,( ე.წ. მიღვრის მეთოდით მორწყვა) რომელიც წყლის მეტ რაოდენობის გამოყენებას გულისხმობს.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ტარიფი მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს დაფარავს, ხოლო კაპიტალურ ხარჯების სუბსიდირებას  სახელმწიფო მოახდენს.

როგორც ნადირაძე აცხადებს, მათმა ახალმა წესმა კომპანიის ფინანსურ გაჯანსაღებას ხელი უნდა შეუწყოს, რათა სერვისის მიმართულებით ნორმალური ექსპლუატაციის გაწევა შეძლოს. ამასთან იქნება ბაზა, რაც მომხმარებელს უფრო დაცულს გახდის. როდესაც მომხმარებლისთვის სათანადოდ მომსახურების გაწევა არ ხდება, დავის შემთხვევაში სემეკი განიხილავს აღნიშნულს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023