სოფლის მეურნეობა
26/04/2023

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ახალ ვენახებს აშენებს

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი  ახალ ვენახებს აშენებს. „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ვენახების გაფართოების მიზანს, წარმოების გაზრდა წარმოადგენს.

„საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენს ღვინოზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ახალ საექსპორტო ბაზრებს ვეღარ ვამატებთ, რადგან არ გვაქვს საჭირო რაოდენობის ღვინო. სწორედ ამიტომ, დაწყებული მაქვს ახალი ვენახების გაშენების პროცესი. ახლა მიმდინარეობს საირიგაციო საკითხების მოწესრიგება. ახალი ვენახები არსებულ ვენახთან ახლოს გაშენდება“, - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

მეღვინეს თქმით, გარდა საექსპორტო ბაზრებისა, „იაგოს ღვინო“ 3-4 წელში ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„ჩვენი ღვინო, როგორც იცით, 100%-ით საექსპორტოა და მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყიდება, ძირითადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ასევე, აშშ-ში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. დიდი მოთხოვნაა წამოსული ჩინეთიდან და ტაივანიდანაც, ამიტომ, გვინდა რომ წარმოების გაზრდის შემდეგ, ამ ქვეყნებშიც შევიდეთ. ალბათ, 3-4 წელი დასჭირდება, სანამ ახალი ვენახებიდან საჭირო მოსავალს მივიღებთ. უკვე ამის შემდეგ, სიმბოლურად, ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება „იაგოს ღვინო“, - განმარტა ცნობილმა მეღვინემ.

მისივე ინფორმაციით, „იაგოს ღვინო“ ადრე ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ბაზარზეც იყიდებოდა, თუმცა, რაოდენობის სიმცირის გამო, აღნიშნულ ქვეყნებში, ამ ეტაპზე, ექსპორტი შეჩერებულია.

შეგახსენებთ, იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს ვენახი გაშენებული, რომელიც ბიომეურნეობას წარმოადგენს, რადგან ადგილზე ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  "იაგოს მარანი" წელიწადში, დაახლოებით, 7000-8000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომელსაც ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022