სოფლის მეურნეობა
20/10/2021

"ლოლაძეების ფერმამ" მექსიკური პური ტორტილას წარმოება გადადო

“ლოლაძეების ფერმამ” მექსიკური სამზარეულოსთვის კულინარიული ხაზის ამოქმედება მომავალ წლამდე გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განუცხადა, კომპანია ტორტილასთვის აუცილებელი ინგრედიენტის, შავი სიმინდის ტექნიკურ გადამუშავებას ახდენს, თუმცა, საბოლოო პროდუქტის სერიული წარმოება პანდემიის გამო დროებით შეაჩერა.

ტორტილა ეს არის ბრტყელი, უსაფუარო პური, რომელსაც მექსიკურ სამზარეულოში გამოიყენებენ. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო  მექსიკური კერძი კასადილასთვის საჭირო ინგრედიენტის, ტორტილას ტოსტერის აპარატის შემოტანც, რომელიც ასევე 2022 წლამდე გადაიდო.

„პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა. შევაჩერეთ ეგზოტიკური ხილის წარმოებაც პანდემიის დასრულებამდე. მრავალწლოვანი ხილი, როგორიცაა მინიკივი, მხოლოდ ამის წარმოება ხდება, თუმცა, მისი სარეალიზაციო ქსელში გატანა არ ხდება. არსებულ ფერმაში ქართული სიმინდი გვაქვს დათესილი,“-აცხადებს ლოლაძე.

„ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს 2016 წლიდან აწარმოებდა, თუმცა, მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, წარმოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სანერგე და სათესლე ხილის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ, ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდებოდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022