სოფლის მეურნეობა
29/09/2021

ლაურუსი: ადგილობრივ ბაზარზე დაფნაზე მოთხოვნა არ არის

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს "ლაურუსის"  დირექტორი ვანო ჯალაღონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაფნაზე მოთხოვნა არ არის, შესაბამისად, კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა 100%-ით რუსეთში გადის.

მისი ინფორმაციით, კომპანია წელიწადში 200-250 ტონა დაფნის ფოთოლს ამზადებს, რაც სამომავლოდ იმის მიხედვით გაიზრდება, იქნება თუ არა შეკვეთები.

"ლაურუსი“ სენაკში, სოფელ ნოსირში მდებარეობს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შოთა წურწუმიაა, რომელიც რუსეთში ასევე  კომპანია "ლაურუს სიბირს" ფლობს და მაღაზიებს სუნელ-სანელებლებითა და დაფნით ამარაგებს.

შპს "ლაურუსი" სენაკში, 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიამ პროექტში დაახლოებით 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022